«ინტერს» ედინსონ კავანის შეძენა სურს

«ინტერს» ედინსონ კავანის შეძენა სურს ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, «პარი სენ-ჟერმენის» ყოფილი თავდამსხმელით, ედინსონ კავანით, მილანის «ინტერია» დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ 33-წლის ურუგვაელს ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება ამოეწურა. მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებდნენ.

ამ მომენტისთვის ედინსონ კავანი თავისუფალი აგენტია. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელი შემტევით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა თავად 33-წლის ფორვარდი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

ასევე, გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ედინსონ კავანიმ «კატალონიის ბარსელონას» თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა ესპანელების მხრიდან ამ განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანი «პსჟ»-ს რიგებს 2013 წელს შეუერთდა. 33-წლის ურუგვაელი ფრანგული კლუბის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. კავანიმ 301 შეხვედრაში 200 გოლის გატანა მოახერხა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.