დიბალას აგენტი ტურინში ჩაფრინდა

La Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ 26-წლის არგენტინელ ფეხბურთელს წელიწადში 11 მილიონი ევროს მიღება სურს. პაულო დიბალას მოქმედი კონტრაქტი იტალიურ გრანდთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
transfermarkt-ის ინფორმაციით პაულო დიბალას მიმდინარე სატრანსფერო ფასი 80 მილიონ ევროს შეადგენს. არგენტინელი შემტევი ამ მომენტისთვის ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესს გადის. როგორც ცნობილია 26-წლის დიბალას ბარძაყის ტრავმა აქვს.
2019/20 წლების სეზონში არგენტინელმა შემტევმა იუვეს მაისურით 46 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, პაულო დიბალას მონაგარი 17 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.
სერია A-ს 2020/21 წლების სეზონის პირველ მატჩს «იუვენტუსი» «სამპდორიასთან» 20 სექტემბერს გამართავს.