«ლივერპული» ტიაგო ალკანტარას გადაწყვეტილებას ელოდება

TalkSport იტყობინება, რომ 29-წლის ესპანელმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა. ცნობისთვის «ლივერპულის» მესვეურები მზად არიან ტიაგო ალკანტარას 3-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმონ.
transfermarkt-ის ინფორმაციით 29-წლის ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 48 მილიონ ევროს შეადგენს. ესპანელ ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
2019/20 წლების სეზონში ესპანელმა მიუნხენელების რიგებში 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ტიაგო ალკანტარას ანგარიშზე 3 გოლი და ორი შედეგიანი გადაცემაა.