ლუის ჰემილტონს არ დააჯარიმებენ

როგორც ჩვენ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში გაცნობეთ ლუის ჰემილტონმა მაისური ჩაიცვა, რომელზეც ეწერა: «დააკავეთ პოლიციელები, რომლებმაც ბრიონა ტეილორი მოკლეს».
აღნიშნულმა აქციამ ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობაში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან სამეფო რბოლებში დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური ხასიათის განცხადების გაკეთება. ასევე აღსანიშნავია, რომ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
შესაბამისად იყო საფრთხე, რომ FIA-ს ლუის ჰემილტონი დაეჯარიმებინა, თუმცა BBC-ს ცნობით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ ბრიტანელი მრბოლელის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყო.