«ბარსელონამ» მირალემ პიანიჩი წარადგინა

«ბარსელონამ» მირალემ პიანიჩი წარადგინა მას შემდეგ, რაც მირალემ პიანიჩმა კორონა ვირუსი დაამარცხა და გამოჯანმრთელდა კატალონიის «ბარსელონამ» გულშემატკივრებს ბოსნია და ჰერცეგოვინელი ნახევარმცველი ოფიციალურად წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ 30-წლის ნახევარმცველი «ტურინის იუვენტუსიდან» «კატალონიის ბარსელონაში» 1 სექტემბერს გადავიდა. მირალემ პიანიჩის სატრანსფერო უფლებები ესპანელებს 60 მილიონი ევრო დაუჯდათ. ნახევარმცველმა ბარსასთან ხელშეკრულება 2024 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა.

2019/2020 წლების სეზონში პიანიჩმა "ბებერი ქალბატონის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა. 30-წლის ნახევარმცველის ანგარიშზე სამი გოლი და რვა შედეგიანი გადაცემაა.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.