დენ ჰუკერი მზადაა დასტინ პორიე შეცვალოს

დენ ჰუკერი მზადაა დასტინ პორიე შეცვალოს იმ შემთხვევაში თუ UFC ვერ მოახერხებს ტონი ფერგიუსონისა და დასტინ პორიეს შეხვედრის ორგანიზებას აბუ-დაბიში გასამართ UFC 254 ტურნირზე, მსუბუქი წონის რეიტინგის მეექვსე ნომერი, დენ ჰუკერი, მზადაა პორიე შეცვალოს.

ამის შესახებ Submission Radio-თან ინტერვიუში ახალ ზელანდიელი მებრძოლის მწვრთნელმა, იუჯინ ბეიგმენმა, განაცხადა.

«ოქტომბერი ჩვენთვის ძალიან ადრეა. ტვინის შერყევის შემდეგ დენს ახლახან მისცეს ვარჯიშის უფლება. იდეალურ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, თუ აღნიშნულ ბრძოლას გვიან გამართავენ, თუმცა დარწმუნებით მაინც ვერ გეტყვით, რომ დენი ამას შეძლებს», - ამბობს ბეირმენი,

«თუ დენს ბრძოლას შესთავაზებენ, მე მის გადარწმუნებას შევეცდები, თუმცა როგორ ჩანს, ჰუკერი სერიოზულადაა განწყობილი და ნებისმიერ შემთხვევაში დათანხმდება. თუ დატსინისა და ტონის ბრძოლაზე შეთანხმება არ შედგება და როგორც ჩანს ეს ასეც მოხდება, დენი ოქტაგონში ფერგიუსონს შეებრძოლება».

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში დენ ჰუკერმა სამ-მატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა. 5 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით დენი დასტინ პორიესთან დამარცხდა.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.