«დალასი» სტენლის თასის ფინალშია

«დალასი» სტენლის თასის ფინალშია ნაციონალური ჰოკეის ლიგის ნახევარფინალში «დალასმა» დამატებით ტაიმში «ვეგასი» დაამარცხა ანგარიშით 3:2 და პირველად 20 წლის განმავლობაში სტენლის თასის ფინალში გასვლა მოახერხა.

«სტარსი» 0:2 მარცხდებოდა, თუმცა მესამე პერიოდში ორი შაიბის გატანა მოახერხა და წონასწორობა აღადგინა. დამატებით დროში გამარჯვების გოლი ფორვარდმა დენის გურიანოვმა გაიტანა.

სერიაში საბოლოო ანგარიში 4-1 დასრულდა «დალასის» სასარგებლოდ, რომელიც დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი გახდა.

1999/00 წლების სეზონის შემდეგ სტენლის თასის ფინალში გასვლა «სტარსმა» პირველად მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ფინალში «დალასს» არ გაუმართლა და «ნიუ ჯერსისთან» დამარცხდა.

NHL პლეი-ოფი

კონფერენციის ფინალი

«ვეგასი» — «დალასი» — 2:3 ოვერ ტაიმი (1:0, 0:0, 1:2, 0:1)

გოლები: სტივენსონი — 3 (თეოდორი, ტაკი), 8:14 — 1:0. სმიტი — 5 (შტიასტნი), 40:15 — 2:0. ბენი — 8 (რადულოვი, ლინდელი), 49:54 — 2:1. კივირანტა — 4 (კლინგბერგი, გურიანოვი), 56:13 — 2:2. გურიანოვი — 9 (კლინგბერგი, ჰინტსი), 63:36 — 2:3.

ჯარიმები: 12 — 10.

დარტყმები: 36 (14+11+10+1) — 26 (9+5+11+1).
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.