კარიაკანი: მე ნეპომნიატჩის გულშემატკივარი ვიქნები

კარიაკანი: მე ნეპომნიატჩის გულშემატკივარი ვიქნები რუსი მოჭადრაკე სერგეი კარიაკინი, "კანდიდატთა ტურნირის" შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ იგი ხსენებულ ფორუმზე იან ნეპომნიატჩის გულშემატკივარი იქნება. შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ხსენებული ტურნირი ვადაზე ადრე შეწყდა და ნოემბრის თვეში განახლდება. არსებული მონაცემებით, იან ნეპომნიატჩი და მაქსიმ ვაშიე ლაგრავი, თანაბარი 4,5 ქულით ლიდერობენ გამათამაშებას.

"მე, იან ნეპომნიატჩის გულშემატკივარი ვიქნები, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ასევე ვქომაგობ ალექსანდრ გრიშუკსაც. ამის მიუხედავად, ძალიან დაძაბულ ბრძოლას ველოდები და რუსებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ აღნიშნული ტურნირის მოსაგებად. რა თქმა უნდა, იანი და მაქსიმი მთავარი ფავორიტები არიან როგორც ქულების, ასევე თამაშის დონის მიხედვით, რომლებიც მათ პირველ ტურში დააფიქსირეს.

ვფიქრობ, მათი მთავარი კონკურენტები ფაბიანო კარუანა და ალექსანდრ გრიშუკი იქნებიან. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ორივე ამ მოჭადრაკემ ძალიან კარგად იცის გადამწყვეტი პარტიების დროს შესაბამისი განწყობით თამაში. იგივე ალექსანდრე ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის ფიგურებით თამაშობს და ვინ არის მისი მეტოქე. კარუანა კი უმაღლესი კლასის მოთამაშეა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ რა ფორმით შეხვდება განახლებულ ტურნირს” - ციტირებს კარიაკინის სიტყვებს РИА Новости.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.