«მანჩესტერ სიტი» ხოსე ხიმენესში 93 მილიონს იხდის

AS იტყობინება, რომ 25-წლის ფეხბურთელის შეძენის მთავარი პრეტედენტი «მანჩესტერ სიტია», რომელიც მზადაა ესპანურ კლუბს 88 მილიონი ევრო შესთავაზოს და პლუს 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით.
transfermarkt-ის ინფორმაციით ურუგვაელი მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 56 მილიონ ევროს შეადგენს. ხოსე ხიმენესს მიმდინარე კონტრაქტი მადრიდის «ატლეტიკოსთან» 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
2019/20 წლების სეზონში ხოსე ხიმენესმა ესპანურ კლუბში 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ურუგვაელი მცველის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემა და 3 ყვითელი ბარათია.