ტაისონი: შანსები თანაბარია

ტაისონი: შანსები თანაბარია დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველი ტაისონ ბარსელოს ფრედა, ევროპის ლიგის ნახევარფინალური მატჩის ეგიდით მილანის "ინტერთან" მოახლოებული პაექრობის შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ორივე გუნდს ფინალში გასვლის თანაბარი შანსი აქვს.

"არ შეიძლება ყურადღება მოადუნა იმ გუნდთან, რომელიც იტალიის ჩემპიონატში მეორე პოზიციაზე იმყოფება. მათ ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავთ, ნაკრების ძალიან ბევრი მოთამაშე. ეს ნახევარფინალური მატჩი, ორივე გუნდისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. ის, რომ მხოლოდ ერთი შეხვედრა იქნება, ეს დამატებითი მოტივაცია გახლავთ. ჩემი აზრით შანსები თანაბარია, 50/50-ზე. ჩვენ ამ სტადიამდე შემთხვევით არ მოვსულვართ, აქ ასპარეზობა დავიმსახურეთ. ეს იქნება დიდებული შეხვედრა. იმედს ვიტოვებ, ზუსტად ისევე შევძლებთ თამაშს, როგორც ეს "ბაზელთან" მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, "ინტერს" ძალიან დიდ პატივს ვცემთ, თუმცა არ ვაპირებთ ჩვენ თამაშზე უარი ვთქვათ და სიამოვნება არ მივიღოთ. იმ მომენტიდან ვოცნებობთ ფინალში გასვლაზე, რაც "ბენფიკას" შევერკინეთ. განსაკუთრებით ისინი, ვინც დიდი ხანია რაც "შახტარში" ვართ. კარგად გვესმოდა, რომ 1/4 ან 1/2 ფინალში ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვეყოლებოდა, მაგრამ ფინალზე ფიქრი არ შეგვიწყვიტავს. მინდა ამ კლუბის ისტორიაში შევიდა, ამისათვის კი აუცილებელია მოიგო ისეთი ტურნირი, როგორიც ევროპის ლიგაა."-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ტაისონის სიტყვებს.

სულ რამდენიმე საათის წინ, მოახლოებულ ორთაბრძოლას გამოემხაურა მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე -"შახტარი" ეს არის ტალანტებით სავსე გუნდი, რომლიც მრავალი წელია ამტკიცებს, რომ მიუხედავად მწვრთნელის თუ ფეხურთელების ცვლილებებისა, ისინი მაინც ახერხებენ აღდგენას და მაღალ დონეზე ასპარეზობას. მახსოვს, ის დრო როდესაც იუვენტუსის რიგებში მყოფი, შახტარს ვეთამაშებოდით უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. მაშინ ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას ჩელსი გამოვთიშეთ, რომელიც ტიტულის მფლობელი იყო. შახტარს ჰყავდა მოთამაშეები, რომლებიც ასე საქვეყნოდ ცნობილები არ ყოფილან. ესენი იყვნენ: ჰენრიხ მხითარიანი, დარიო სრნა, ანდრეი პიატოვი და სხვები.

"ამ გუნდისა და მათი მთავარი მწვრთნელის წინაშე ქედს ვიხრი. ისინი მუდამ პოულობენ შესაბამის ტალანტებს. ვფიქრობ შახტარი საკუთარ ძლიერ მხარეებს გამოიყენებს, პასიურ თამაშზე გადავა და კონტრშეტევებს დაელოდება. ამ გუნდს მკაფიო იდენტური მახასიათებელი აქვს. ლუიშ კასტრო ქებას იმსახურებს იმისათვის, რომ გუნდი ასე მომართა. არ არის მარტივი ასეთი ქრეატიული ნახევარმცველები და თავდამსხმელები დაცვაზე კონცენტრირებულები ამყოფო, ასე რომ ეს ცალსახად დიდი ძალისხმევის შედეგია."
-აღნიშნავდა გამოცდილი სპეციალიტი გამოცემა Football Italia-სთან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.