ანონსი: "ბაიერნი" - "შალკე"

ანონსი: "ბაიერნი" - "შალკე" ზუსტად 3 დღეში, 2020 წლის 18 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგა ახალ სეზონს გახსნის. ამ დღეს მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩის ეგიდით, გელზენკირხენის "შალკე -04" თან გამართავს პაექრობას. ჩანიშნული ბრძოლა სტარტს თბილისის დროით, 22:30 საათზე აიღებს.

მიუნხენის "ბაიერნის" სავარჯიშო კომპლექსზე დიდი სამზადისია. ჰანსი ფლიკი და მისი სამწვრთნელო შტაბი, "ბაიერნის" ფეხბურთელებს ბოლო დავალებებს აძლევენ. ჩატარებული სამუშაოს ამსახველ ვიდეო-მასალას "რეკორდმაისტერის" პრეს-სამსახური, twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი კონკურენტი დორტმუნდის "ბორუსია" კი თავის პირველ მატჩს 19 სექტემბერს გამართავს. "შავ-ყვითელთა" რაზმი ამ დღეს, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" დაუპირისპირდება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.