კალუმ ჰადსონ-ოდოი შესაძლოა «ბაიერნის» ფეხბურთელი გახდეს

კალუმ ჰადსონ-ოდოი შესაძლოა «ბაიერნის» ფეხბურთელი გახდეს ცნობილი სპორტული გამოცემა Sky Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონის «ჩელსის» ნახევარმცველი კალუმ ჰადსონ-ოდოიმ შესაძლოა კარიერა «მიუნხენის ბაიერნში» გააგრძელოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არისტოკრატების მთავარ მწვრთნელს, ფრენკ ლემპარდს, სურს, რომ 19 წლის ინგლისელ ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს, ამიტომ ლოგიკური გამოსავალი 1-წლიანი არენდა იქნებოდა.

მიუნხენური კლუბის მესვეურებს წარმოშობით განელი ფეხბურთელის გაფორმების სურვილი დიდი ხანია აქვთ, თუმცა რეკორდმაისტერში ოდოის ტრანსფერი არ შედგა.

კალუმ ჰადსონ-ოდოის მოქმედი კონტრაქტი «ჩელსისთან» 2024 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით 19 წლის შემტევი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 31,50 მილიონ ევროს შეადგენს.

ინგლისის პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონში კალუმმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა ნახევარმცველის ანგარიშზე 1 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.