ფეტელი: ჰემილტონი ჩემი გმირი ვერასდროს გახდება

"ერთის მხრივ, ძალიან სამწუხაროა, რომ ჰემილტონი ასე ადვილად იგებს ყველაფერს. თუმცა, მან უამრავი შრომა ჩადო ამ რეზულტატის მისაღწევად. ლუისი ყველა ამ ტიტულს იმსახურებს. მიუხედავად ამისა, იგი ჩემი გმირი ვერასდროს გახდება, რადგან ჩემს გულში ეს ადგილი მიხაელ შუმახერს ეკუთვნის. მოხარული ვარ ლუისის წარმატებებით." - ციტირებს გამოცემა Sky Sport-ი სებასტიან ფეტელის სიტყვებს.
ჰემილტონმა ამ დროის მანძილზე 90 გრან-პრი მოიგო. რეკორდი მიხაელ შუმახერს ეუკთვნის - 91 გრან-პრის ოდენობით. ლუისი მსოფლიოს ექვსგზის გამარჯვებულია, მოცემულ მომენტში მის აქტივში 190 ქულაა დაფიქსირებული. მეორე ადგილზე მყოფ ვალტერ ბოთასს იგი 55 ბალით უსწრებს.