AS: «რეალი» კილიან მბაპეს შეძენას ეცდება

AS: «რეალი» კილიან მბაპეს შეძენას ეცდება ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «პარი სენ-ჟერმენის» შემტევი, კილიან მბაპე, «მადრიდის რეალის» ერთ-ერთი სატრანსფერო მიზანია.

წყაროს ინფორმაციის, სამეფო კლუბის მესვეურები მომავალი წლის ზაფხულში გეგმავენ 21-წლის ფრანგი ფეხბურთელისთვის ბრძოლას. შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ კლუბის დტაოვების სურვილი გამოთქვა და ხელმძღვანელობაც ჩააყენა საქმის კურსში.

პარიზელები 21-წლის შემტევს ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე «პსჟ»-ს რიგებს 2017 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში ფრანგმა ფეხბურთელმა 124 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 90 გოლის ავტორიც გახდა. მბაპეს მოქმედი კონტრაქტი პარიზელებთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

transfermarkt-ის ინფორმაციით 21-წლის ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 180 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.