Metro: ლემპარდი ჩელსის ახალწვეულების შესახებ საუბრობს

Metro: ლემპარდი ჩელსის ახალწვეულების შესახებ საუბრობს ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში კაი ჰავერცის და ტიმო ვერნერის შესახებ საუბრობს.

”მომეწონა ჰავერცის გამოსვლა. მის თამაშში უკვე ჩანდა შესაბამისი ხარისხი და სიმშვიდე. მან პასუხისმგებლობის დიდი ტვირთი აიღო საკუთარ მხრებზე, ის ახალგაზრდაა და ახალ ლიგას ჯერ კიდევ ეგუება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მას ბევრად უფრო ახლოს გავიცნობთ, იგი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. დღეს კაიმ უკვე აჩვენა ბურთის მიღების ოსტატობა და ასევე, დაცვაში დაბრუნება ბურთის მოპოვების მიზნით. ეს კარგი მახასიათებელია.

რაც შეეხება ვერნერს, მე ძალიან მომწონს ის, თუ როგორ შეუძლია მას ასე ადვილად იგრძნოს თავი სხვადასხვა როლში. ის არ არის კლასიკური ცენტრ-ფორვარდი, რომელიც ცენტრალურ მცველებზეა მიჯაჭვული. ზოგჯერ ტიმომ შეიძლება ცოტა უფრო სიღრმიდან დაიწყოს მოქმედება და მკვეთრი აჩქარებით, მიაღწიოს მიზანს. პენალტის შემთხვევაშიც ასე იყო. იგრძნობა მისი რეალური შიმშილი გატანილი გოლების მიმართ. ვფიქრობ, ჩვენ უკვე ვნახეთ მრავალი ნიშანი იმისა, თუ როგორ თამაშს გეგმავს ის ჩვენთან”
- ციტირებს ლამპარდის სიტყვებს გამოცემა Metro.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.