კავანი "ბარსელონას" წინადადებით მიმართავს

გამოცდილმა ფორვარდმა, "ბარსელონას" 2 წლიანი ხელსეკრულების დადების წინადადებით მიმართა, წლიური გასამრჯელოს სახით კი 8 მილიონი ევრო მოითხოვა. წყარო აღნიშნავს, რომ კატალონიური კლუბი ხსენებული გარიგებით არ არის დაინტერესებული.
"პარი სენ-ჟერმენის" რიგებში, საკუთარ ბოლო საფეხბურთო სეზონში, ედინსონმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 7 გოლი და მიითვალა 3 შედეგიანი გადაცემა. საერთო ჯამში 33 წლის ურუგვაელმა პარიზული კლუბის მაისური 301 ჯერ მოირგო, რა დროსაც 200 გოლი გაიტანა.