Der Spiegel: კრისტოფ მეცელდერი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში, წაყენებულ ბრალდებას აღიარებს

Der Spiegel: კრისტოფ მეცელდერი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში, წაყენებულ ბრალდებას აღიარებს გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კრისტოფ მეცელდერი, ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ფაილების შენახვა გავრცელებაში, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აღიარებს.

როგორც გამოცემა Der Spiegel-ი იტყობინება, 39 წლის ყოფილი მცველი ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ მის მფლობელობაში მყოფი აკრძალული მასალა სამ ქალბატონს გაუგზავნა.

გამოძიების თანახმად, საქმე ეხება 297 ფაილს, რომელიც მეცელდერის სმარტფონში ინახებოდა. გარდა ამისა, ივლისი-სექტემბრის თვის პერიოდში, მეცელდერმა პროგრამა WhatsApp-ის მეშვეობით 29 ფაილი გააგზავნა, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას შეიცავდა.

ამ დრომდე დაუზუსტებელია, ზემოხსენებული ფეხბურთელი ბრალს მის მიმართ წაყენებულ ყველა ეპიზოდში აღიარებს, თუ ამას მხოლოდ ნაწილობრივ აკთებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.