ფაბრიციო რომანო: "რომა" არკადიუშ მილიკს იფორმებს

ფაბრიციო რომანო: "რომა" არკადიუშ მილიკს იფორმებს იტალიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლეები გველოდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, სოციალური ქსელის Twitter-ის მეშვეობით გვამცნობს.

წყაროს თანახმად, "რომას" ხელმძღვანელობამ, "ნაპოლისთან" 26 წლის პოლონელი თავდამსხმელის, არკადიუშ მილიკის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. პირად კონტრაქტზე კონსესუს შემთხვევაში, "რომას" 25 მილიონ ევროდ შეეძლება აღნიშნული ფეხბურთელის გაფორმება.

ამავე დროს, მილიკისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, "რომას" 34 წლის ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკო ტურინის "იუვენტუსში" გაემგზავრება. მოსალოდნელი ტრანსფერი, ტურინული კლუბისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.