აგენტი: ლაუტარო "ინტერში" რჩება

აგენტი: ლაუტარო "ინტერში" რჩება მილანის "ინტერის" 23 წლის არგენტინელი შემტევის ლაუტარო მარტინესის აგენტმა, კლუბში ვიზიტის თაობაზე შესაბამისი განმარტება გააკეთა.

”ვიზიტი "ინტერის" ოფისში? ეს იყო მეგორბული შეხვედრა და საუბარი არ ყოფილა მადრიდის "რეალზე" ან "ბარსელონაზე". ლაუტარო კლუბში რჩება. "რეალთან" არანაირი შეთანხმება აქ გვქონია" - ციტირებს აგენტის სიტყვებს გამოცემა AS–ი.

ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბს 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა "არგენტინიდან მისი ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაჯდა. გასულ სეზონში, 23 წლის მოიერიშემ მონაწილეობა მიიღო იტალიის ჩემპიონატის 35 მატჩში. გაიტანა 14 გოლი და მიითვალა 3 შედეგიანი გადაცემა.

ხსენებულ სიახლეს წინ უსწრებდა ცნობა იმის შესახებ, რომ მარტინესმა საკუთარი ტრანსფერის შესახებ მადრიდის "რეალთან" შეთანხმებას მიაღწია.


სულ რამდენიმე დღის წინ, მილანის "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა : "იგი არ დატოვებს "ინტერის" რიგებს. მისით, მხოლოდ "ბარსელონა" არ არის დაინტერესებული, მაგრამ ლაუტარომ იცის, რომ ის უკვე თამაშობს დიადი კლუბის შემადგენლობაში. ლაუტარო კმაყოფილია იტალიაში ცხოვრებით, თუმცა ეს არც თუ ისე მარტივია. ვფიქრობ, იგი სწორი მიმართულებით მიდის .მარტინესი ჩვენი აწმყო და მომავალია. კლუბი მას აფასებს."

"არიან მოთამაშეები, რომლებიც სხვა კლუბის წინადადებას უეცრად თანხმდებიან. ასეთ დროს მოდის უცხო კლუბი, იხდის ფულს და შენ, პრაქტიკულად არაფრის გაკეთება შეგიძლია. ლაუტარო კი "ინტერში" ყოფნით ბედნიერია."
- ციტირებდა Fox Sports-ი ხავიერ ძანეტის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.