ინგლისის ჩემპიონატში 4 ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდათ

საფეხბურთო ლიგამ გადაწყვიტა არ გაამჟღავნოს COVID-19-ით დაავადებული მოთამაშეების და იმ გუნდების სახელები, რომელთა რიგებშიც ხსენებული ფეხბურთელები არიან წარმოდგენილნი. ბოლო სეანსის ეგიდით 2131 ტესტი ჩატარდა. ოთხივე ინფიცირებული მოთამაშე, ამჟამად იზოლაციაში იმყოფება. აღნიშნულ პირობებში ფეხბურთელები, მინიმუმ 10 დღეს დარჩებიან.
ინგლისის ჩემპიონატი, ისევე როგორც სხვა ევროპული ლიგების აბსოლუტური უმრავლესობა, მაყურებლების გარეშე ტარდება. მიზეზი COVID-19-ით გამოწვეული რეგულაციებია.