Forbes: მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

Forbes: მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი, Forbes- ის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში, სათავეში მოექცა.

მესი პირევლ ადგილზეა. მას 126 მილიონი დოლარის წლიური შემოსავალი უფიქსირდება. აქედან 92 მილიონი ხელფასია, 34 მილიონი კი სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებული სარგო.

რეიტინგში ლიონელ მესის, "იუვენტუსის" ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო მოსდევს. ამ უკანასკნელმა 117 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 70 მილიონი ხელფასი იყო, 47 მილიონი დოლარი კი რეკლამებიდან გამომუშავებული თანხა.

მესამე ადგილი ეკუთვნის პსჟ-ს შემტევს - ნეიმარს (ჯამში 96 მილიონი), მეოთხე პოზიციაზეა - შეტევის ხაზში მისი პარტნიორი, კილიან მბაპე (42 მილიონი).

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე მსოფლიოში

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 126 მილიონი

2. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) - 117 მილიონი

3. ნეიმარი (პსჟ) - 96 მილიონი

4. კილიან მბაპე (პსჟ) - 42 მილიონი

5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) - 37 მილიონი

6. პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) - 34 მილიონი

7. ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) - 33 მილიონი

8. გარეტ ბეილი (რეალი) - 29 მილიონი

9. რობერტ ლევანდოვსკი (მიუნხენის ბაიერნი) - 28 მილიონი

10. დევიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი) - 27 მილიონი დოლარი

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.