ალაბას მამა: "ბაიერნი" ბინძურ ტყუილებს ავრცელებს!

ალაბას მამა: "ბაიერნი" ბინძურ ტყუილებს ავრცელებს! მიუნხენის "ბაიერნის" მცველის დავიდ ალაბას მამა, ჯორჯ ალაბა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენური კლუბის საპატიო პრეზიდენტის, ული ჰიონესის განცხადებებზე კომენტარს აკეთებს.

”დავიდი "ბაიერნში" რომ მოვიყვანე, ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ამ წლების განმავლობაში მე მქონდა რამდენიმე შესაძლებლობა, იგი სხვა კლუბში გამეშვა და შესაბამისი ტრანსფერის ორგანიზება მომეხდინა, მაგრამ ჩვენ ერთგულები დავრჩით მიუნხენის "ბაიერნის" მიმართ. არ მეგონა, რომ "ბაიერნი" ბინძურ ტყუილებს გაავრცელებდა ახალი კონტრაქტზე მოლაპარაკებებისა და დავიდის სახელფასო მოთხოვნების შესახებ.

პრეტენზია იმის თაობაზე, რომ თითქოს ფულის გამო ვერ შევძელით მოლაპარაკება, არის ერთ-ერთი ბინძური ბრალდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ არ მივიღეთ ჩვენთვის შემოთავაზებული თანხის ოდენობა. ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები გაგვაჩნია” - ციტირებს ჯორჯ ალაბა Sky Sport Germany- ს სიტყვებს.

შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ ული ჰიონესი შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა - "ჩვენი სურვილია, რომ დავიდ ალაბა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში დარჩეს. მაგრამ ამ ფეხბურთელის აგენტი - გაუმაძღარი პირანიაა. რა თქმა უნდა, საქმე ფულშია. ალაბა ისედაც იმყოფება მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. ბოლოს და ბოლოს მან თავად უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. არ უნდა მისცე სხვა ადამიანებს, შენით მანიპულირების უფლება" - აცხადებდა ული ჰიონესი გამოცემა Sport Bild-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.