«ბარსელონა» სუარესზე ზეწოლას ზრდის

Sport.es იტყობინება, რომ ლუის სუარესი ნაადრევად ხელშეკრულების გაწყვეტისთვის ესპანურ გრანდს მიმდინარე სეზონის ხელფასს სთხოვს, რომელიც 15 მილიონ ევროს შეადგენს.
თავის მხრივ კატალონიის ბარსელონა ფეხბურთელზე ზეწოლას ზრდის და იმუქრება, რომ თუ ლუის სუარესი გუნდს ყოველგვარი საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის გარეშე არ დატოვებს მომავალ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს.
როგორც ცნობილია, 33-წლის ურუგვაელი ფორვარდით ტურინის «იუვენტუსია» დაინტერესებული, თუმცა სუარესი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს, რადგან წასვლის პირობების საბოლოო შეთანხმება სურს კატალონიელებთან.
ლუის სუარესს მოქმედი კონტრაქტი ბარსელონასთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ცნობით ურუგვაელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 28 მილიონ ევროს შეადგენს.