Sport Mediaset: ლაუტარო მარტინესი მადრიდის "რეალში" იასპარეზებს

წყაროს თანახმად, იტალიელებმა ხსენებული ტრანსფერი მკაცრად გაასაიდუმლოეს. მიზეზად არტურო ვიდალის გარიგებასთან დაკავშირებით "ბარსელონასთან" წარმოებული მოლაპარაკებები დასახელდა. შეგახსენებთ, ლაუტარო მარტინესი კატალონიური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო.
ცნობილია, რომ მარტინესის გაყიდვა მილანურ კლუბს საშუალებას მისცემს, მცველის აშრაფ ჰაქიმის სატრანსფერო ხარჯები დაფაროს. "ნერაძურის" მესვეურებმა ხსენებული, ფეხბურთელი მადრიდის "რეალიდან" 40 მილიონ ევროდ გაიფორმეს. გამოცემის თანახმად, ინტერი ლუკა იოვიჩის არენდით აყვანას შეეცდება.
მადრიდის "რეალში" მარტინესის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 8 მილიონი ევრო იქნება. ეს 3 მილიონი ევროთი მეტია, ვიდრე ინტერში არსებული გასამრჯელო, მაგრამ 2 მილიონი ევროთი ნაკლები, ვიდრე ამას "ბარსელონას" წინადადება ითვალისწინებდა.
#LautaroMartinez, irrompe il #Real Madrid: così l'#Inter finanzia il colpo Kanté. #SportMediaset https://t.co/Gl2t8emVbL
— SportMediaset.it (@Sport_Mediaset) September 14, 2020