ნეიმარს 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ნეიმარს 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება RMC Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საფრანგეთის ჩემპიონატის III ტურში მომხდარი ინციდენტის გამო, «პსჟ»-ს თავდამსხმელმა შესაძლოა 4-დან 7 მატჩამდე დისკვალიფიკაცია მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ «პარი სენ-ჟერმენისა» და «მარსელის» მატჩის მიწურულს ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა, რომლის შედეგადაც რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ნეიმარი, მოედნიდან გააძევეს.

ხოლო მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ალვარო რასიზმში დაადანაშაულა.

საფრანგეთის ლიგის პროფესიული ფეხბურთის კომიტეტის განხილვა დაფუძნებული იქნება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტზე, რომელიც მსგავსი საქციელის გამო 7 მატჩამდე დისკვალიფიკაციას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტის განხილვა ოთხშაბათს არის დაგეგმილი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.