«ფორმულა 1» ლუის ჰემილტონის აქციებით უკმაყოფილოა

შეგახსენებთ, რომ ლუის ჰემილტონმა მაისური ჩაიცვა, რომელზეც ეწერა: «დააკავეთ პოლიციელები, რომლებმაც ბრიონა ტეილორი მოკლეს».
Daily Mail წერს, რომ ფორმულა 1-ის რამდენიმე საკვანძო ფიგურა მიიჩნევს, რომ ბრიტანელმა წითელი ხაზი გადაკვეთა, რადგან გამოძიება პოლიციელებთან მიმართებაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
სამეფო რბოლებში დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური ხასიათის განცხადების გაკეთება. თუ ბრიტანელი მრბოლელის აღნიშნულ აქციას პოლიტიკურად მიიჩნევენ, მაშინ ჰემილტონს დააჯარიმებენ.
Daily Mail-ის ინფორმაციით FIA-მ უკვე დაიწყო ბრიტანელი მრბოლელის აქციაზე გამოძიება.