ძმები დიასები ოქტაგონში დაბრუნებისთვის ემზადებიან

ნიკ დიასის აგენტმა დაადასტურა, რომ ექვს-წლიანი შესვენების შემდეგ მისმა კლიენტმა საჭირო წონას მიაღწია და მზადაა შემდეგი წლის დასაწყისში კარიერა განაახლოს.
ESPN-ის მიერ გავრცელებული სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ნათელია, რომ ძმები დიასები ნამდვილად დაბრუნებისთვის ემზადებიან. როგორც ფოტოებიდან ვხედავთ ორივე შესანიშნავ ფორმაშია.



ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან უკვე შეიტყობდით, რომ UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა ნიკ დიასის ოქტაგონზე შესაძლო დაბრუნება დაადასტურა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ 100%-ით დარწმუნებული არ არის.
ნიკ დიასმა კარიერა 2015 წელს ანდერსონ სილვასთან მატჩის შემდეგ დაასრულა, რომელიც ორივე მონაწილის მხრიდან ჩაგდებული დოპინგ ტესტის გამო ჩაშლილად გამოცხადდა.