«ნაპოლი» «მანჩესტერ სიტის» კვირის ბოლომდე აძლევს ვადას

«ნაპოლი» «მანჩესტერ სიტის» კვირის ბოლომდე აძლევს ვადას ცნობილი სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ნაპოლი» და «მანჩესტერ სიტი» კალიდუ კულიბალის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

იტალიური კლუბის მესვეურები კულიბალის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ინგლისელები 29 წლის სენეგალელი მცველის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ.

ნეაპოლელებმა წამოაყენეს პირობა: მხარეები კვირის ბოლომდე უნდა შეთანხმდნენ. თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული კულიბალის ტრანსფერთან დაკავშირებით ნაპოლი ყოველგვარ მოლაპარაკებებს გაწყვეტს ინგლისელებთან.

transfermarkt-ის ინფორმაციით სენეგალელი მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 65 მილიონ ევროს შეადგენს. კალიდუ კულიბალის მოქმედი კონტრაქტი ნეაპოლელებთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.