ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშები განაახლა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშები განაახლა ცნობილი სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «მილანის» შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, მარჯვენა ფეხზე მცირე ტრავმის გამო, 38-წლის ფორვარდი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. სწორედ აღნიშნული ტრავმის გამო მოუწია ზლატან იბრაჰიმოვიჩს ვიჩენცასთანა და ბრეშასთან ამხანაგური შეხვედრების გამოტოვება.

La Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ იბრაკადაბრა სავარაუდოდ შემროკ როვერსთან ევროპის ლიგის რაუნდის მატჩისთვის მზად იქნება. გაცნობებთ, რომ შეხვედრა ირლანდიაში 17 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შვედი ფორვარდი იტალიაში ლოს-ანჯელეს გალაქსიდან გადავიდა და 1 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ზლატან იბრაჰიმოვიჩს მილანურ კლუბთან 2021 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.