Sky Sports: "ბაიერნს" უპამეკანო სურს

წყარო ასევე მიუთითებს, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად აღნიშნული ფეხბურთელის მომსახურებით ლონდონის "არსენალიც" არის დაინტერესებული. ხსენებულ ფაქტს, არაერთი დასავლური გამოცემა ადასტურებს. დაიო უპამეკანო სათამაშო დროის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. "ლაიპციგის" რიგებში მან ბუნდესლიგის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გამოირჩა საგოლე გადაცემითაც. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მის ასპარეზობას, 1/4 ფინალურ შეხვედრაში სადაც "ლაიპციგი" მადრიდის "ატლეტიკოს" უპირისპირდებოდა, უპამეკანო მატჩის მოთამაშედ დაასახელეს.
გამოცემა transfermarkt ფეხბურთელს 45 მილიონ ევროდ აფასებს. შედგება თუ არა შესაბამისი გარიგება მიუნხენის "ბაიერნსა" და "ლაიპციგს" შორის, ამას უახლოესი სატრანსფერო პერიოდი გვიჩვენებს.