სიმეონე : დამსახურებულად დავმარცხდით

სიმეონე : დამსახურებულად დავმარცხდით მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, კომენტარს აკეთებს საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგთან" განცდილი მარცხის შესახებ. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი ხსენებულ გუნდებს შორის, გერმანელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

"ასი პროცენტით დავიხარჯეთ. ძალიან გაგვიჭირდა თამაში, მოწინააღმდეგე ძალზედ სწრაფად მოქმედებდა. ეს იყო ძალიან გრძელი წელიწადი, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას კი თავისებური წნეხი ერთვოდა. ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც ეს გვსურდა. ძალიან მომეწონა "ლაიპციგის" ენთუზიაზმი და სილაღე. არანაირი გამართლება არ არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯეთ და მეოთხედფინალში გავაღწიეთ, ახლა კი ტურნირს დამსახურებულად ვემშვიდობებით. უნდა მივულოცოთ ჩვენს მეტოქეს ეს წარმატება."-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი დიეგო სიმეონეს სიტყვებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ლაიპციგი" "პარი სენ-ჟემენს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 აგვისტოს არის ჩანიშნული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.