ანდრე ვილაშ-ბოაში ტუხელთან დაპირისპირებას იხსენებს

ანდრე ვილაშ-ბოაში ტუხელთან დაპირისპირებას იხსენებს «მარსელის» ოლიმპიკის მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ცნობილ სპორტულ ვებ-პორტალ Goal.com-თან ინტერვიუში «პარი სენ-ჟერმენის» დამრიგებელთან ტომას ტუხელთან მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურში შეხვედრის მიწურულს ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა, სბაოლოოდ კი მოედნიდან რამდენიმე ფეხბურთელი იყო გაძევებული.

შელაპარაკებისას ძირითადად ისმოდა ჩვეული შეურაცხყოფები. «შენ ნაგავი ხარ» - «არა, შენ ხარ ნაგავი». ტუხელმა თქვა, რომ ჩვენ ლატარეაში გავიმარჯვეთ. პასუხად მას ვუთხარი, რომ პსჟ-მ გაიმარჯვა ლატარეაში, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ატლანტა დაამარცხეს.

არაუშავს. მე ტუხელს დიდ პატივს ვცემ და ვაფასებს მის მიერ გაწეულ სამუშაოს.

ნათელია, რომ პარიზელები ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას ელიან. არ შეიძლება გუნდში 1,5 მილიარდი ევრო ჩადო და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ვერ მოიგო. აქ ანჩელოტი იყო, რომელიც ახლა ევერტონს წვრთნის. ემერიც იყო პარიზში, რომელიც ვილიარეალის დამრიგებელია. ეს რთული გამოწვევაა
», - ანდრე ვილაშ-ბოაშის სიტყვებს ციტირებს Goal.com.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.