«არაკაცი ხარ» - ნეიმარი გონსალესს მიმართავს

შეგახსენებთ, რომ მატჩის მიწურულს ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც ბრაზილიელმა წითელი ბარათი მიიღო. ნეიმარმა ესპანელ ფეხბურთელს თავში დაარტყა. კონფლიქტის შედეგად მოედნიდან კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი იქნა გაძევებული.
შეხვედრის შემდეგ ნეიმარმა გონსალესი რასიზმში დაადანაშაულა. თავის მხრივ ალვარომ მალევე უპასუხა ბრაზილიელს და აღნიშნა, რომ «რასიზმს ადგილი არ ჰქონია».
«არაკაცი ხარ, რადგან საკუთარი შეცდომის აღიარება არ შეგიძლია. მარცხი სპორტის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ შეურაცხყოფა და რასიზმი? არა, ამის წინააღმდეგი ვარ. პატივს არ გცემ! აღიარე და თქვი ის რაც სინამდვილეში მითხარი... იყავი კაცი! რასისტო», — დაწერა ნეიმარმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
No existe lugar para el racismo. Carrera limpia y con muchos compañeros y amigos en el día a día. A veces hay que aprender a perder y asumirlo en el campo. Increibles 3 puntos hoy. Allez l’OM💙 Gracias familia⚪️Ⓜ️🙌🏼 pic.twitter.com/4DuUT1PT0x
— Álvaro González (@AlvaroGonzalez_) September 13, 2020