Goal: ანჩელოტი ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს

Goal: ანჩელოტი ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს საფეხბურთო კლუბ "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, კოლუმბიელი ნახევარმცველის ხამეს როდრიგესთან დაჯავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

”ხამესი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ მას აქვს ბევრი სხვა დადებითი მახასიათებელი. ის არ არის გარემარბი, მაგრამ მას შეუძლია სიღრმიდან თამაში, ბურთის მიღება და ძალიან საშიშია მოწინააღმდეგე გუნდსითვის.

არ მაინტერესებს მისი ფიზიკური მდგომარეობა. ეს რომ მაწუხებდეს, მაშინ კონტრაქტს უსაინ ბოლტთან გავაფორმებდი და არა ხამეს როდრიგესთან”
- ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს გამოცემა Goal.

29 წლის ხამეს როდრიგესი "ევერტონის" რიგებს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. კონტრაქტი ორწლიანია და გახანგრძლივების ოფციასაც ითვალისწინებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.