ლაუტარო მარტინესს «ბარსელონაში» თამაში სურს

ლაუტარო მარტინესს «ბარსელონაში» თამაში სურს ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მილანის «ინტერის» თავდამსხმელს, ლაუტარო მარტინესს, კატალონიის «ბარსელონაში» გადასვლა სურს და ამ მომენტისთვის კლუბებს შორის მოლაპარაკებებს აკვირდება.

Marca იტყობინება, რომ არგენტინელის მიმართ კატალონიელების აქტიური ინტერესისა, ლაუტარო მარტინესი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა ესპანეთში, თუ ბარსელონას ლუის სუარესი დატოვებს, რომლის შეძენის სურვილიც ტურინის «იუვენტუსს» აქვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იტალიელებს ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს მიღება სურთ და თანხის დაკლებას არ აპირებენ. კატალონიელებმა არგენტინელი შემტევის ტრანსფერში ცნობილი აგენტი ჟორჟე მენდეში ჩართეს.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო «ინტერში» 2018 წელს «რასინგიდან» გადავიდა. იტალიელებმა არგენტინელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადეს.

2019/20 წლების სეზონში 23-წლის არგენტინელმა «ინტერის» შემადგენლობაში ჯამში 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ლაუტარო მარტინესის ანგარიშზე 14 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ნერაძურისთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის ინფორმაციით ლაუტარო მარტინესის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.