«მანჩესტერ იუნაიტედს» ივან პერიშიჩის შეძენა სურს

The Telegraph-ის ცნობით იტალიური გრანდი მზადაა 31-წლის შემტევის ტრანსფერის საკითხი განიხილოს.
შეგახსენებთ, რომ ივან პერიშიჩმა 2019/20 წლების სეზონი მიუნხენის ბაიერნში გაატარა. გერმანიის ჩემპიონმა «ინტერს» იჯარის სანაცვლოს 5 მილიონი ევრო გადაუხადა და ფეხბურთელის 20 მილიონად გამოსყიდვაც შეეძლო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეკორდმაისტერი სატრანსფერო ღირბეულების შემცირებას ცდილობდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა.
«მიუნხენის ბაიერნის» მაისურით პერიშიჩმა 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელის ანგარიშზე 8 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა. აღსანიშნავია, რომ 31-წლის ხორვატმა რეკორდმაისტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებაც შეძლო.
transfermarkt-ის ინფორმაციით პერიშიჩის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 17,5 მილიონ ევროს შეადგენს. ხორვატს მოქმედი კონტრაქტი «ინტერთან» 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.