«პსჟ»-ს მბაპეს სანაცვლოდ 300 მილიონის მიღება სურს

«პსჟ»-ს მბაპეს სანაცვლოდ 300 მილიონის მიღება სურს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «პსჟ»-ს შემტევს, კილიან მბაპეს, პარიზული კლუბის დატოვება სურს, რაზეც ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა. 21-წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება პრემიერ ლიგაში სურს.

ცნობილი გამოცემა The Sun იტყობინება, რომ დედაქალაქელები კილიან მბაპეს გაყიდვას 300 მილიონ ფუნტ სტერლინგზე ნაკლებად არ აპირებენ. თავად ფეხბურთელს კი ხელფასის მომატება სურს. როგორც ცნობილია 21-წლის ფრანგი ახლა 16 მილიონ ევროს იღებს წელიწადში, თუმცა მბაპეს 20 მილიონის მიღება სურს.

ფეხბურთელს «პსჟ»-თან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორებული. დედაქალაქელებმა რამდენჯერმე შესთავაზეს მბაპეს მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივება, თუმცა ფრანგისგან უარი მიიღეს.

transfermarkt-ის ინფორმაციით კილიან მბაპეს მიმდინარე სატრანსფერო ფასი 180 მილიონ ევროს შეადგენს.

21-წლის შემტევი ფრანგული კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაშ მბაპემ «პსჟ»-ს მაისურით 124 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 90 გოლის ავტორიც გახდა. «პსჟ»-ს შემადგენლობაში ფრანგმა სამჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, ასევე საფრანგეთის თასისა და ლიგის თასის მფლობელიც გახდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ