დომინიკ ტიმი: «ჩემი კარიერა US Open-ის ფინალს ჰგავს»

დომინიკ ტიმი: «ჩემი კარიერა US Open-ის ფინალს ჰგავს» ამერიკის ღია პირველობის ტურნირის ფინალში ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა და კარიერაში პირველად გახდა დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული.

პირველ ორ სეტში დომინიკ ტიმი გერმანელთან დამარცხდა, ხოლო შემდეგ შეხვედრის მიმდინარეობის შეცვლა მოახერხა და საბოლოოდ ანგარიშით 2:6, 4:6, 6:4, 6:3, 7:6 გაიმარჯვა.

«ასე უნდა მომხდარიყო — ჩემი კარიერა ყოველთვის ამ შეხვედრას ჰგავდა — ბევრი აფრენა და დაცემა. საბოლოო შედეგი მომწონს», — წერს დომინიკ ტიმი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.