ნიკოლა იოკიჩმა NBA-ს მორიგი რეკორდი დაამყარა

ნიკოლა იოკიჩმა NBA-ს მორიგი რეკორდი დაამყარა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის 1/4 ფინალურ ეტაპზე «დენვერმა» «კლიპერსი» ანგარიშით 111:98 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ნაგეტსიდან ყველაზე შედეგიანი ნიკოლა იოკიჩი იყო.

შეგახსენებთ, რომ სერბი კალათბურთელი შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი გახდა. ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე 34 ქულა და 14 მოხსნაა.

25-წლის კალათბურთელმა შედეგიანობის რეკორდი დაამყარა — იოკიჩმა 600 ქულის მოგროვება ყველაზე სწრაფად მოახერხა, 300 ართმევა შეასრულა და 150 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მოცემული რეზულტატის მისაღწევად კი მხოლოდ 27 მატჩი დასჭირდა.

ლოს ანჯელეს კლიპერსისა და დენვერ ნაგეტსის გადამწყვეტი დაპირისპირება 16 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.