თორნიკე შენგელია: სპორტი აბსტრაგირებული უნდა იყოს პოლიტიკისგან

თორნიკე შენგელია: სპორტი აბსტრაგირებული უნდა იყოს პოლიტიკისგან CSKA-ს ახალწვეული თორნიკე შენგელია განახლებისა და ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარების ფონდის პრეს-ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთში ასპარეზობის მოლოდინებზე საუბრობს.

– როდის ეწვიეთ რუსეთს პირველად?
– ჯერ კიდევ ბავშვობაში. მაშინ მამაჩემთან (კახა შენგელია - ცნობილი ქართველი კალათბურთელი) ერთად ვეწვიეთ რუსეთს. ის თითქმის ერთი წელი იცავდა «მოსკოვის დინამოს» ღირსებას.

– იცნობთ რუსულ კულტურას?
– სამწუხაროდ არა. მხოლოდ ქართული სასკოლო პროგრამის ფარგლებში. თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა ბევრ საინტერესოს გავიგებ.

– რა მოლოდინები გაქვთ რუსეთში ასპარეზობიდან?
– მოვედი, რათა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის შემადგენლობაში ვითამაშო. ვიმედოვნებ თავს გამოვიჩენ და წარმატებას მივაღწევ. ადამიანური თვალსაზრისით, მინდა ვაჩვენო, რომ უბრალო ადამიანები მზად არიან ერთმანეთთან ნორმალურად იურთიერთონ, პოლიტიკის გარეშე.

– არის მოსაზრება, რომ სპორტი აბსტრაგირებული უნდა იყოს პოლიტიკისგან, ეს ასეა?
– სპორტი აბსტრაგირებული უნდა იყოს პოლიტიკისგან, თუმცა სამწუხაროდ, ხშირად სხვაგვარად ხდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.