«დენვერმა» «კლიპერსი» დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა

«დენვერმა» «კლიპერსი» დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის მეოთხედ-ფინალური ეტაპის მეექვსე მატჩი გაიმართა დენვერ ნაგეტსსა და ლოს ანჯელეს კლიპერსს შორის. მაიკლ მალონის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად ანგარიშით 111-98 გაიმარჯვა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ნაგეტსის სერბი კალათბურთელი იოკიჩი გახდა. 25-წლის სპორტსმენის მონაგარი 34 ქულა, 14 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა. კლიპერსის რიგებში თავი პოლ ჯორჯმა გამოიჩინა, რომლის ანგარიშზეც 33 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტია.

მეექვსე მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ NBA-ს ისტორიაში დენვერი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 1-3 ანგარიშიდან ზედიზედ პლეი-ოფის ორ შეხვედრაში მოახერხა სერიის ანგარიშის გათანაბრება.


შეგახსენებთ, რომ 1/8 ფინალურ ეტაპზე 1-3 ანგარიშიდან თამაშის შემოტრიალება და გამარჯვება დენვერმა იუტასთან მოახერხა.

NBA-ს ისტორიაში მაიკლ მალონის გუნდი პირველია, რომელმაც ერთი პლეი-ოფის გათამაშებაში სამჯერ მოახერხა თამაშის გადარჩენა და მატჩის მიმდინარეობისას 15 და მეტი ქულის სხვაობის შემცირება.

NBA პლეი-ოფი

1/4 ფინალური ეტაპი

მეექვსე მატჩი

დენვერ ნაგეტსი 111 — 98 ლოს ანჯელეს კლიპერსი


ლოს ანჯელეს კლიპერსისა და დენვერ ნაგეტსის მორიგი დაპირისპირება 16 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.