გამარჯვების შემდეგ ნაომი ოსაკა რეიტინგში დაწინაურდა

US Open-ის მეორე ფინალისტი ვიქტორია აზარენკო მსოფლიოს მე-14 ჩოგანი გახდა. განახლებული რეიტინგის პირველ პოზიციას ავსტრალიელი ეშლი ბარტი იკავებს 8717 ქულით, ხოლო მეორე ადგილზე სიმონა ჰალეპია 6356 ქულით.
WTA-ს განახლებული რეიტინგი:
- ეშლი ბარტი (ავსტრალია) — 8717
- სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) — 6356
- ნაომი ოსაკა (იაპონია) — 5780
- კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) — 5205
- სოფია კენინი (აშშ) — 4700
- ელინა სვიტოლინა (უკრაინა) — 4580
- ბიანკა ანდრეესკუ (კანადა) — 4555
- კიკი ბერტენსი (ჰოლანდია) — 4335
- სერენა უილიამსი (აშშ) — 4080
- ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია) — 4010