კვიატი: ვამაყობთ მიღწეული შედეგით

კვიატი: ვამაყობთ მიღწეული შედეგით "ალფა ტაურის" რუსი პილოტი დანილ კვიატი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ტოსკანის გრან-პრის შედეგებზე საუბრობს. შეგახსენებთ, ზემოხსენებულმა გუნდმა მე-7 ადგილი დაიკავა.

”დღეს ძალიან რთული რბოლა იყო - როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. ამიტომ ვფიქრობ, რომ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ, როგორც გუნდმა, შეცდომები არ დავუშვით, რაც ძალიან კარგია. მნიშვნელოვანი იყო საჭირო ქულების მოპოვება, ამიტომ შედეგით და პილოტაჟით კმაყოფილი ვარ. გუნდმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. ორი წითელი დროშის პერიოდში, იყო რთული პირობები და დღეს ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები - სწორი აღმოჩნდა."

"ჩვენს უკან დიდი არეულობა სუფევდა, თუმცა წინ ყველაფერი სტაბილურად გამოიყურებოდა, ამიტომ მეშვიდე ადგილი ძალიან კარგი შედეგია. ჩვენ ქულები მოვიპოვეთ და ჩემპიონატში სხვაობა შევამცირეთ.” - აღნიშნავდა რუსი პილოტი.

შეგახსენებთ, ტოსკანის გრან-პრის გამარჯვებული "მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი გახდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.