ლუის ჰემილტონი ტოსკანის გრან-პრის გამარჯვებულია

”ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რბოლა იყო, სადაც კი ოდესმე მონაწილეობა მიმიღია. ერთ დღეში სამი რბოლა. სიმართლე გითხრათ, ძალაგამოცლილი ვარ. ნათელია, რომ პირველი სტარტი ცუდი იყო. მეორე სტარტი უკეთესი აღმოჩნდა. შემეძლო შვიდწამიანი უპირატესობა მომეპოვებინა და ტემპი კომფორტულად შემენარჩუნებინა, მაგრამ შემდეგ კიდევ ერთი სტარტი გველოდა წინ.
"ასეთ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთი შეცდომაც რომ დამეშვა, იგი გვერდს ამივლიდა და ყველაფერი დასრულდებოდა. ფიზიკური და გონებრივი თვალსაზრისით, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე იყო. მიუხედავად ამისა ეს წარმოუდგენელი ტრასაა და აქ დაბრუნება მსურს" - ციტირებს ლუის ჰემილტონის სიტყვებს BBC.
შეგახსენებთ, ლუის ჰემილტონმა ტოსკანის გრან-პრი მოიგო. პოდიუმზე მის გვერდით წარმოდგენილნი იყვნენ ვალეტერ ბოთასი და ალექსანდრ ალბონი.