Sport1.de: ჰიონესი ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს

Sport1.de: ჰიონესი ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი, ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, დასავლური პრესა ხშირად წერს "ლივერპულის" რიგებში ტიაგო ალკანტარას შესაძლო ტრანსფერზე.

"რთული სიტუაციაა. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ 4 წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. შემდეგ კი მან განგვიცხადა, რომ საკუთარ კარიერაში ახალი გამოწვევების მიღება სურს. ეს, რა თქმა უნდა, ნორმალური მოვლენაა.

ვფიქრობ მას გარკვეული შეთანხმება აქვს "ლივერპულთან" ან მანჩესტერ "იუნაიტედთან". შესაძლებელია, ორივესთან ერთდროულადაც კი. ტიაგოს ტრანსფერთან დაკავშირებით ამ გუნდებს "ბაიერნისთვის" ოფიციალურად არ მოუმართავთ. ეს გუნდები ბლეფობენ და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირას ელოდებიან, რათა უფრო ხელსაყრელი პირობებით წარადგინონ საკუთარი წინადადება. "ბაიერნმა" საკუთარ თავს ერთი კითხვა უნდა დაუსვას. არის ეს გუნდი მზად მათი წესებით ითამაშოს? თუ უნდა ეცადოს და ფეხბურთელი შეინარჩუნოს." - ციტირებს ული ჰიონესის სიტყვებს გამოცემა Sport1.de

ტიაგო ალკანტარას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ორიოდე დღის წინ საუბრობდა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპიც -"მე რომ ისეთი სიტყვა მოვიფიქრო, რომელიც გავრცელებულ ხმებს ბოლოს მოუღებდა, მაშინ ძალიან გავმდიდრდებოდი. ხომ ვთქვი რომ ტიაგო შესანიშნავი ფეხბურთელია? სასიამოვნოა, როდესაც მასთან გვაკავშირებენ, თუმცა ამით ყველაფერი დასრულბულია. დიდ მოთამაშეებს დიდ კლუბებთან აკავშირებენ, შესანიშნავია. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია." - აღნიშნავდა კლოპი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.