თომას მიულერი იუბილარია

თომას მიულერი იუბილარია მიუნხენის "ბაიერნის" გამორჩეული ფეხბურთელი, თომას მიულერი იუბილარია. 13 სექტემბერს, გამოცდილი ნახევარმცველი 31 წლის გახდა. გერმანიის "რეკორდმაისტერი" სოციალური ქსელის მეშვეობით მიულერს დაბადების დღეს ულოცავს.

"ჩვენი ტრებლის ორგზის გამარჯვებული, საკუთარ 31-ე დაბადების დღეს აღნიშნავს." - ვკითხულობთ "ბაიერნის" twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.


თომას მიულერს, დაბადების დღეს ულოცავს თანაგუნდელი იოზუა კიმიხიც. - "შენ განუმეორებელი ხარ თომას! გილოცავ 31 წლის იუბილეს. შენი მხიარულება, ენერგია, ნიჭი, ტალანტი, ერთგულება და ჟინი შეუდარებელია! იმედს ვიტოვებ, კარგი დღე გაქვს და შესაძლებელია ეს წელი შენთვის საუკეთესოს მომტანი იყოს. მიყვარხარ." - წერს კიმიხი.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ