ანდრეა პირლო: «ფორვარდი მჭირდება და რაც შეიძლება მალე»

ანდრეა პირლო: «ფორვარდი მჭირდება და რაც შეიძლება მალე» ნოვარათან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც ტურინელებმა ანგარიშით 5:0 მოიგეს, Sky Sport Italia-თან ინტერვიუში იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, აღიარა, რომ გუნდს ახალი ფორვარდი სჭირდება.

«დიახ, მე ფორვარდი მჭირდება და რაც შეიძლება მალე. სატრანსფერო ბაზარი კიდევ დიდი ხანი იქნება ღია, 5 ოქქტომბრამდე», - ანდრეა პირლოს სიტყვებს ციტირებს Sky Sport Italia.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტურინელები ლუის სუარესით, მოიზე კინუთი და ედინ ჯეკოთი ინტერესდებოდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ყველა მიმართულებით სიწყნარეა და არცერთი ტრანსფერი არ განხორციელებულა.

ტურინის იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატს სამპდორიასთან საშინაო მატჩით დაიწყება. აღნიშნული შეხვედრა 20 სექტემბერსაა ჩანიშნული და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ