არტურო ვიდალმა კომპენსაციაზე უარი თქვა

არტურო ვიდალმა კომპენსაციაზე უარი თქვა ცნობილი სპორტული გამოცემა Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არტურო ვიდალი მზადაა «ბარსელონასგან» მისაღებ კომპენსაციაზე უარი თქვას, რომ «ინტერში» ტრანსფერის საკითხი დააჩქაროს.

შეგახსენებთ, რომ საკომპენსაციო თანხა, რომელიც ჩილელმა ფეხბურთელმა კატალონიელებისგან უნდა მიიღოს 6,5 მილიონ ევროს შეადგენს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ არტურო ვიდალმა პირადი კონტრაქტი იტალიელებთან უკვე შეათანახმა. Tuttosport-ის ინფორმაციით ინტერში ჩილელი ნახევარმცველის წლიური ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება + ბონუსები.

არტურო ვიდალი ხელშეკრულებას 2022 წლამდე გააფორმებს ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

33-წლის ვიდალი კატალონიელთა შემადგენლობაში 2018 წლიდან ირიცხება. ჩილელმა 2019/20 წლების სეზონში ბარსას მაისურით ჯამში 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლის ავტორი გახდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.