Goal: "იუვენტუსი" დუგლას კოშტას ტრანსფერზე აყენებს

Goal: "იუვენტუსი" დუგლას კოშტას ტრანსფერზე აყენებს ტურინის "იუვენტუსი" მზად არის ბრაზილიელი ნახევარმცველი დუგლას კოშტა, საკუთარი კლუბის რიგებიდან გაუშვას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Goal-ი იუწყება.

წყაროს მტკიცებით, ტურინულმა კლუბმა 29 წლის ბრაზილიელი ტრანსფერზე დააყენა, მიზეზად კი ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობა სახელდება. მანჩესტერ "იუნაიტედი " დუგლას კოშტას მისამართით შესაბამის ინტერესს იჩენს. ინტერნეტ-პორტალი ამტკიცებს, რომ თავად ბრაზილიელ მოიერიშეს "იუენტუსის" დატოვება არ სურს და ხელმძღვანელობისგან კიდევ ერთ შანსს მოელის.

დუგლას კოშტა "იუვენტუსის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მანამდე ეს ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნში" იყო წარმოდგენილი. გარკველი დრო მან "იუვენტუსის" რიგებში არენდის ხელშეკრულების საფუძველზე დაჰყო, თუმცა მოგვიანებით "იუვემ" გამოსყიდვის ოფციით ისარგებლა. 2019/2020 წლების სეზონში კოშტამ მონაწილეობა მიიღო იტალიის ჩემპიონატის 23 მატჩში. გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 5 ასისიტი.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.