ჟოზე მოურინიო: ჩემი პრინციპები ურყევია

ჟოზე მოურინიო: ჩემი პრინციპები ურყევია საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემ ჰოტსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, საქმისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

”რა თქმა უნდა, ახლა თმაც სხვა ფერი მაქვს და ნაოჭებიც გამიჩნდა, მაგრამ მე იგივე ადამიანი ვარ, იგივე პრინციპებით. იგივე ვნება დუღს ჩემში და ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. ჩემი პრინციპები ურყევია, რადგან ისინი დნმ-შია გაჯერებული. რა თქმა უნდა, სამწვრთნელო საქმიანობის მხრივ, ერთგავრი ევოლუცია მოხდა. იცვლება ფეხბურთი, იცვლებიან გუნდები და ფეხბურთელები.

ყველაფერი მომწონს, რაც ამ საქმეს ეხება. ერთადერთი, რაც მძულს ეს მარცხია. მაგრამ მე მშვენივრად ვიცი, რომ ესეც სამუშაოს შემადგენელი ნაწილია. სხვა პროფესიაში საკუთარ თავს ვერ ვხედავ. მე მომწონს პრობლემებიც და სირთულეებიც, რაც ჩვენს საქმიანობას თან სდევს. ჩემი ამოცანაა - ვიყო ბედნიერი!"
- ციტირებს მოურინიოს სიტყვებს გამოცემა Sky Sports- ს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.